понедельник, 22 декабря 2008 г.

შემოქმედება
მოკლე აღწერა: - მოსწავლეები ქმნიან მხატვრულ ნამუშევრებს,

სხვადასხვა მასალის გამოყენებით და ამზადებენ გამოფენას.
პროექტის სრული აღწერა:
- შეიქმნება ხელოვან მოსწავლეთა ჯგუფი, რომლიც წარმოგვიდგენს

მისი თვალთახედვით შექმნილ სხვადასხვა დიზაინის, ფორმის,

სტილის ნამუშევრებს. მათ შექმნაში გამოიყენებენ აკვარელს, პანდას,
პლასტელინს, ცვილს, ბისერებს, ძაფებს, დაამზადებენ ფერწერულ
ნამუშევრებს, თიხისა და ცვილის ნაკეთობებს, შექმნიან სამკაულებს ,
მაკრამეს. ისინი მოიძიებენ ინფორმაციას ხელოვნების სხვადასხვა
დარგების შესახებ, გაეცნობიან და დაათვალიერებენ საქართველოსა

და მსოფლიოს ქვეყნების ხელოვანთა ნამუშევრებს, პარალელს
გაავლებენ უძველესსა და თანამედროვე კულტურულ ქმნილებებთან
და გაიაზრებენ, რა ცვლილებები განიცადეს მათ ძველი დროიდან
დღემდე. შემდეგ შეეცდებიან, მიღებული ცოდნა გამოიყენონ, ასახონ
თავიანთ შემოქმედებაში და დაგვანახონ მათი გადმოსახედიდან
საკუთარი თვალთახედვით შექმნილი, განსხვავებული სტილის,
ფორმის ნამუშევრები. შეეცდებიან, გადმოგვცენ ნამუშევართა
შინაგანი სამყარო. ეს ყველაფერი დაგვეხმარება, გაგვაგებინონ, თუ
რაზე ფიქრობენ, რაზე ოცნებობენ, რა აწუხებთ, რაც იქნება საშუალება

იმისა, რომ გავიგოთ მათი სულის ამოძახილი.
მოაწავლეთა ასაკი: 12-17
პროექტის შესაძლო აქტივობები:
- მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას, კლასებში ჩატარდება

ისტორიის, ქართულის, ხელოვნების, შრომის , ისტ-ის გაკვეთილები,
მოიძიებენ ინფორმაციას ამა თუ იმ ქვეყნის ისტორიაზე,
კულტურაზე, არქიტექტურაზე, ტრადიციებზე, ადათ წესებზე,
გაეცნობიან თავისებურებებს, პროექტში მონაწილე ბავშვები
შეაგროვებენ მასალებს ნამუშევრების შესაქმნელად, აღწერენ და
გამოკვეთენ მათ თავისებურებებს, გაეცნობიან ერთმანეთის
შემოქმედებას, თავიანთ ქმნილებაში გადმოგვცემენ საკუთარ
სულიერ განწყობილებას, როგორ აისახება განცდილი დანაფიქრალ

ნააზრევი ხელოვანის შემოქმედებაში.
მოსალოდნელი შედეგები:
- მოეწყობა მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა, გაკეთდება ამ
ნამუშევრების ფოტო და ვიდეო კოლაჟი, გამოიცემა ბუკლეტები

«სკოლის ნორჩი შემოქმედნი» ეს ყველაფერი ესთეტიკურ
სიამოვნებას მიანიჭებს მნახველს. მშედგება პრეზენტაცია,
საქველმოქმედო აქციები, შემოსული თანხით დაეხმარებიან
იმ მიუსაფარ ბავშვებს, რომლებიც ინკლუზიურ მიდგომას

საჭიროებენ და სკოლაში ირიცხებიან.
სარგებლობა სხვებისათვის:
- ამღლდება დამთვალიერებელთა კულტურულ - ესთეტიკური

დონე, მეტი მოსწავლე გამოიჩენს თავს და გაუჩნდება სურვილი,
მანაც შექმნას ხელოვნების რაიმე ნიმუში. უამრავი ადამიანი

გაეცნობა მოსწავლეთა შემოქმედებას. 
მოაწავლეთა ასაკი:
- 12 – 17 წელი
კავშირები:
- დაუკავშირდებიან ერთმანეთს სხვადასხვა სკოლის ნორჩი

შემოქმედნი და მოაწყობენ ერთობლივ გამოფენა - გაყიდვას,

დაუმეგობრდებიან ერთმანეთს .
საგნებთან და /საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო

გეგმასთან კავშირი/ ისტორია, ქართული ლიტ, ხელოვნება,

შრომა, ისტ-ი
ისტორია :
- სხავადასხვა ქვეყნების ეპოქის, კულტურის, ხელოვნების,

ტრადიციების, ადათ-წესების გაცნობა, ეს ყველაფერი დაეხმარება
მოსწავლეებს ნამუშევრების კარგად წარმოსახვაში, გაანალიზებაში

და იმ თავისებურებების წარმოჩენაში, რასაც შექმნიან.
ქართული ლიტ. - მოსწავლეები საფუძვლიანად გაეცნობიან ამა თუ

იმ ლიტერატურულ ნაწარმოებს,ისწავლიან მხატვრული ტექსტის
გაგებას; ამ ნაწარმოების ირგვლივ გააკეთებენ სხვადასხვა
კომპოზიციას, ესკიზს და შექმნიან ლიტერატურული გმირების
შემოქმედებით სახეს, ეს ყველაფერი მათ დააახლოვებს იმ
ნაწარმოების ეპოქას და ისტორიასთან, რომელიც წარმოდგენილი

იქნება თანამედროვე გადმოსახედიდან.
ხელოვნება:
- გაღრმავდება ცოდნა. შესაძლებელი გახდება ხელოვნების სხვადასხვა
დარგის ახლებურად გააზრება. ძველის საინტერესოდ შერწყმა
თანამედროვე ხედვასთან.
შრომა - შემოქმედებით პროცესში მითითებები, მასალის შერჩევა,


ნამუშევრების დახვეწა და დამუშავება.
ისტ - ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება, გაანალიზება, გათავისება,


სინთეზი.
პროექტის ფასილიტატორი:
- მაია გოგოტიშვილი
ფასილიტატორის ელ. ფოსტა:
- maiag6810@gmail.com

ნინო ინწკირველი

ნინო ინწკირველი

ანანო აფხაზავა

ანანო აფხაზავა